top of page

არქიტექტურასთან დაკავშირებული კონსულტაციები

არქიტექტურული კონცეფციის შექმნისას მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე, ტექნიკური დეტალების სიზუსტე. კონცეფციის შექმნაში ჩართული არიან როგორც არქიტექტორი, ასევე კონსტრუქტორი, სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტები და სხვა სპეციფიკური დარგის ექსპერტები, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგადაც იქმნება პროექტი.

მნიშვნელოვანია, გაყიდვების გუნდიც ჩართული იყოს არქიტექტურული კონცეფციის შექმნაში, ვიდრე მათ მზა პროექტი მიეწოდოთ. მომხმარებლთან პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გაყიდვების გუნდი აგროვებს ცოდნას და გამოცდილებას ისეთ დეტალებსა და ტენდენციებზე, როგორიცაა ყველაზე მოთხოვნადი ბინების ტიპები, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართების გადანაწილება და სხვ.

კრიტიკულია იმის გათვალისწინებაც, რომ ნებისმიერი პროექტის ბედი ქალაქის იერსახეზე, არქიტექტურული სტილის დაცვასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი საჯარო სტრუქტურების ნებართვაზე გადის.  ამდენად, აუცილებელია პროექტის არქიტექტურა და სტილისტიკა ერგებოდეს საჯარო სტრუქტურების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებს, რათა  ნებართვის აღების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

“დს-დეველოპერული სერვისები” ქმნის ისეთ პროექტებს, რომელიც მისაღები იქნება როგორც დეველოპერისთვის, ასევე ქალაქისთვის.  ამავდროულად, ითვალისწინებს გაყიდვების გუნდის გამოცდილებას. ამ სინთეზის საფუძველზე შექმნილი პროექტი ყოველთვის იმსახურებს მომხმარებლების მხრიდან მოწონებას.

რას გთავაზობთ:​

  • არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან, სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტებთან ურთიერთობა პროექტის მთლიანობის შესანარჩუნებლად

  • პროექტის ვიზუალური კონცეფციის შექმნა

  • ბინის ტიპების ოპტიმალური გადანაწილება/ შერჩევა (ტერასების, აივნების, სველი წერტილების,  საძინებლების რაოდენობებისა და ფართების გათვალისწინებით)

bottom of page