top of page

კონსალტინგი

ნებისმიერი ბიზნესმენი ისურვებდა საკუთარი საქმიანობის გვერდიდან და ობიექტური თვალით დანახვას.

ყოველდღიურ რუტინულ შრომაში ჩართული დეველოპერისთვის რთულია, მაგრამ ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის შეფასება და განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს პროცესები, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს თითოეული რგოლი, როგორი უნდა იყოს სწორი ანგარიშგება, როგორ უნდა ხდებოდეს ბრენდის იმიჯის დაცვა და კლიენტებთან ურთიერთობა. ზემოხსენებულიდან თუნდაც ერთი ასპექტის უგულებელყოფას დეველოპერისთვის  არა მხოლოდ ფინანსური, არამედ რეპუტაციული ზიანის და საბოლოო ჯამში, კრიტიკული შედეგების მოტანა შეუძლია.

დეველოპერის დაცულობა, მისი ბრენდისა და პროექტების მდგრადი განვითარება „დს-დეველოპერული სერვისების“ მომსახურების მიზანი და ძირითადი განმსაზღვრელია.  

       

პროცესების სწორად მართვის წყალობით კომპანიისთვის შესაძლო რისკების არიდების გარდა, „დს-დეველოპერული სერვისები“ ასევე ზრუნავს უკვე დამდგარი კრიზისის მართვის პროცესზე, რისთვისაც იკვლევს გამომწვევ მიზეზებს, ქმნის სამოქმედო გეგმას და მუშაობს კომპანიის პრობლემური სიტუაციიდან გამოყვანაზე.

რას გთავაზობთ:

  • საქმიანობის შეფასება და გაუმჯობესება

  • ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება

  • KPI და სამოტივაციო სისტემების ჩამოყალიბება

  • კრიზისის მართვა

bottom of page