top of page

მოლაპარაკებები

წინასაპროექტო სამუშაოებისას ისევე, როგორც დეველოპერული პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მნიშვნელოვანია აქტიური და ეფექტური კომუნიკაცია როგორც მიწის მეპატრონეებთან, ასევე საჯარო და კერძო სტრუქტურებთან.

მიწის მეპატრონეებთან წარმატებული მოლაპარაკება სრული პროექტის მომგებიანობის საწინდარია, რადგან დეტალურად უნდა განისაზღვროს, მათთან ანგარიშსწორების სქემა და პირობები.

საჯარო სტრუქტურებთან არაეფექტური კომუნიკაცია იწვევს მშენებლობის ნებართვებთან, პროექტის ცვლილებებსა და სხვა კრიტიკულ ასპექტებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას ან მნიშვნელოვანი დაგვიანება გამოიწვიოს და შესაბამისად, დეველოპერს მომხმარებლების წინაშე რეპუტაციური რისკი შეუქმნას.

ფინანსურ ინსტიტუტებთან წარმატებული მოლაპარაკებების ხარჯზე ხდება როგორც პროექტის მშენებლობისთვის საჭირო თანხების, ასევე მომხმარებლისთვის იპოთეკური სესხების მომგებიან პირობებში მიღება, რაც უზრუნველყოფს როგორც პროექტის შეუჩერებელ მშენებლობას, ასევე უმარტივებს დეველოპერს მოლაპარაკებების წარმართვას პოტენციურ მყიდველთან, რამდენადაც მას ბინის შესაძენად საჭირო იპოთეკური სესხის მიღების გარანტიას სთავაზობს.

საჯარო სტრუქტურებთან ეფექტური მოლაპარაკება „დს-დეველოპერული სერვისების“ ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. დამკვეთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტის რენტაბელურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, „დს-დეველოპერული სერვისები“ საჯარო სტრუქტურებთან ათანხმებს შესაბამის ცვლილებებს: ფუნქციური ზონის ცვლილებები, პროექტის მდებარეობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე საცხოვრებელი და კომერციული ფართების გადანაწილება და სხვ.

ფინანსურ ინსტიტუტებთან, მიწის მეპატრონეებთან, სამშენებლო კომპანიებთან და მასალების მომწოდებლებთან შეუფერხებელი და თანმიმდევრული კომუნიკაცია კი უზრუნველყოფს პროექტის შეუჩერებელ მიმდინარეობას.

რას გთვაზობთ:

  • მიწის მეპატრონეებთან ეფექტური მოლაპარაკება

  • მუნიციპალიტეტთან, საჯარო რეესტრთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და  უწყებებთან სამართლებრივი ურთიერთობა

  • ნებართვებთან, კოეფიციენტის ცვლილებასთან, მიწის ნაკვეთის სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება შესაბამის ორგანოებთან

  • ბანკებთან, ინვესტორებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა

  • მშენებელ კომპანიასთან, მასალების მომწოდებლებთან და სხვა მესამე პირებთან ურთიერთობა

bottom of page