top of page

ოპერაციების მენეჯმენტი

დეველოპერული პროექტის მართვა არის პროცესების უწყვეტი ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლის სინქრონული და თანმიმდევრული მუშაობაც უზრუნველყოფს საბოლოო წარმატებას. ამ ჯაჭვის ნებისმიერი რგოლის სისუტემ კი შესაძლოა, მთელი პროექტი წამგებიანად აქციოს.

დამწყები დეველოპერისთვის უცნობია, ხოლო გამოცდილმა დეველოპერებმა კარგად იციან, რომ დეველოპერული პროექტის მართვა ერთმანეთზე გადაჯაჭვული მრავალი პროცესისგან შედგება.

  

პროექტის განხორციელება თანმიმდევრულად მიმდინარეობს თუ ქაოტურად, დიდწილად დამოკიდებულია იმაზეც, დროულად და სწორად ხდება თუ არა ინფორმაციების მიმოცვლა არქიტექტორსა და მშენებელს, იურიდიულ დეპარტამენტსა და მუნიციპალურ სამსახურებს, გაყიდვების სამსახურსა და ბუღალტერიას შორის.

ქაოტურმა კომუნიკაციამ შესაძლოა, კრიტიკული პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, უკვე აშენებული პროექტი არ შეეფერებოდეს თავდაპირველ ჩანაფიქრს, ცდომილება იყოს ნახაზებსა და დასრულებული ბინების ფართებს შორის, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას, ფინანსურ თუ სამართლებრივ დავებს და კომპანიის იმიჯის მნიშვნელოვნად დაზიანებას გამოიწვევს, რის თავიდან არიდებასაც ნებისმიერი დეველოპერი ისურვებდა.

„დს - დეველოპერული სერვისების“ გუნდის უნიკალური მიდგომები უზრუნველყოფს სწორი ინფორმაციის მაქსიმალურად ეფექტურ და სწრაფ მიმოცვლას, ქვეკონტრაქტორების სწორ შერჩევას, დეტალურ ანგარიშგებას დამკვეთთან.

რას გთვაზობთ:

  • პროექტის განვითარების რამდენიმე სცენარის განსაზღვრა, ფინანსური დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ანალიზი

  • ROMI (Return on Marketing Investment) ანალიზი

  • ფინანსური ანგარიშგება, ხარჯებისა და დებიტორების კონტროლი

  • მშენებლის შერჩევა და სამშენებლო ზედამხედველობა

  • პოტენციური მყიდველის იურიდიული კონსულტაცია

  • ძირითადი ხელშეკრულების შედგენა ყველა შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად

bottom of page