
დეველოპერული ბიზნესის მართვა
„დს - დეველოპერული სერვისები“ დეველოპერული ბიზნესის მართვის პირველი ქართული კომპანიაა და ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს როგორც არსებულ დეველოპერებს, ასევე, აღნიშნულ ინდუსტრიაში შემოსვლის მსურველთ.
„დს - დეველოპერული სერვისები“ უნიკალური მიდგომების კომპანიაა. კერძოდ, ჩვენ ვაერთიანებთ დეველოპერული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ყველა მომსახურებას: მიწის ნაკვეთის მოძიება, მეპატრონეებთან წარმატებული მოლაპარაკება, დეველოპერის ინტერესების გათვალისწინებით აღნიშნული ნაკვეთისთვის ყველაზე ეფექტური და მომგებიანი პროექტის შექმნა, ასევე ბრენდის ჩამოყალიბება, მაღალეფექტური გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა, გაყიდვების შემდგომი მომსახურებების მართვა და სხვ.
დეველოპერული ბიზნესის სამართავად „დს - დეველოპერული სერვისები“ ერთ გუნდში აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს და ერთი ფანჯრის პრინციპით აწვდის დამკვეთს ყველა საჭირო მომსახურებას, რაც სხვა შემთხვევებში მას ერთმანეთთან კავშირის არმქონე რამდენიმე კომპანიისგან უნდა მიეღო. შედეგად, დეველოპერი ზოგავს დროსა და რესურსებს, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კონკურენტულ გარემოში და რაც მთავარია, „დს - დეველოპერულ სერვისებთან“ თანამშრომლობით გარანტირებულია ურთიერთდამოკიდებული პროცესების ჯაჭვის უწყვეტობა.
ჩვენი არქიტექტორები და კონსტრუქტორები უნიკალურ პროექტებს სპეციალური კვლევის შედეგების საფუძველზე ქმნიან, მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრება კონკრეტული უბნის სპეციფიკა და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ არის „დს - დეველოპერული სერვისების“ მიერ მართული პროექტები გამორჩეული თითოეული უბნისათვის, რასაც მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდი სამიზნე სეგმენტთან ეფექტური კომუნიკაციისთვის იყენებს.
დეველოპერული ბაზარი, ისევე, როგორც მომხმარებლის ზოგადი ქცევა, მუდმივ ცვლილებას განიცდის. ჩვენი გუნდი სწავლობს მოთხოვნების ცვლილებებს და თითოეული ქალაქისა და უბნის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს, რომელია არსებული მომენტისთვის კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაზე მოთხოვნადი ფართისა და ტიპის ბინები. ამას გარდა, საცხოვრებელი და კომერციული ფართების სწორი თანაფარდობა, ისევე როგორც ეფექტურად შერჩეული დამატებითი ინფრასტრუქტურა, პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
მსგავსი უნიკალური მიდგომების გაერთიანებით „დს - დეველოპერული სერვისები“ ყოველ ჯერზე მოთხოვნად, კონკურენტულ პროდუქტს ქმნის, რომელიც ერთი მხრივ, გაყიდვების ტემპით მნიშვნელოვნად უსწრებს მის პირდაპირ კონკურენტებს, მეორე მხრივ კი, საშუალებას იძლევა, გაიზარდოს პროექტის ღირებულება და უშუალოდ მიეწოდოს იმ სამიზნე სეგმენტს, რომელიც მზადაა, მაღალხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მაღალი ფასი გადაიხადოს.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ უპირატესობას სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებთან ეფექტური თანამშრომლობა წარმოადგენს, რაც დეველოპერული პროექტისთვის აუცილებელი ყველა პროცედურის დასრულების, ნებართვის მიღების, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელების გაცილებით სწრაფ ტემპებს უზრუნველყოფს.
„დს - დეველოპერული სერვისები“ ახორციელებს მშენებლობის მუდმივ ზედამხედველობასა და ხარისხის კონტროლს, რაც პროექტის ფარგლებში მომხმარებლის წინაშე დადებული პირობის რეალურად შესრულების გარანტიას იძლევა.
დეველოპერული ბიზნესის მართვა ნიშნავს, რომ დამკვეთის სასარგებლოდ „დს - დეველოპერული სერვისები“ მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა პროცესში: ჩვენ ვქმნით, ვზედამხედველობთ და ჩვენვე ვყიდით პროდუქტს. შესაბამისად, დეველოპერს ვუზღვევთ ყველა საოპერაციო რისკს და საშუალებას ვაძლევთ, სრულად გადაერთოს მისთვის სასიამოვნო პროცესზე, აკეთოს საყვარელი საქმე, ჩვენგან კი დეტალური ანგარიში და რაც მთავარია, ხელშესახები შედეგები მიიღოს.