top of page

კვლევა

ახალ ბიზნესში შესვლა ან ახალი პროექტის დაწყება ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ რისკებთან. უმეტესწილად, კომპანიებში სტრატეგიული გადაწყვეტილებები წარსულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით მიიღება, რაც გამორიცხავს ბაზრის ახალი ტრენდებისა თუ მომხმარებელთა შეცვლილი ქცევის გათვალისწინებას და დეველოპერული პროექტების წარუმატებლობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განმეორებად შიზეზად გვევლინება.

კომპანიის ქცევის სწორად დაგეგმვისა და ბრენდის პოზიციონირების განსასაზღვრად საჭიროა სიღრმისეულად მოხდეს იმის შესწავლა, თუ რას სთავაზობს სამშენებლო ბაზარი მომხმარებელს, როგორია კონკურენტების ქცევა და ფასები, როგორი ტიპის უძრავ ქონებას და გადახდის პირობას ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია სისტემატურად გაიზომოს თუ როგორ იცვლება კომპანიის ცნობადობა და იმიჯი პოტენციური მომხმარებლების თვალში.

ბაზრის ტრენდების ცვლილებებისა და კომპანიის რეპუტაციის მუდმივი მონიტორინგი „დს-დეველოპერული სერვისების“ მომსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომლის მეშვეობითაც გუნდი არა მხოლოდ დამკვეთის ინფორმირებულობაზე ზრუნავს, არამედ შედეგების გაუმჯობესების მიზნით, აძლევს მას დეტალურად გაწერილ რეკომენდაციებს.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტების აქტივობების კვლევა

  • კომპანიის ცნობადობის კვლევა და ცვლილებების შეფასება

  • მომხმარებლის კმაყოფილების შეფასება

  • კვლევის შედეგების ანგარიშისა და შედეგების გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა

bottom of page