top of page

გაყიდვების მართვა

როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები დეველოპერი პროექტის შექმნისას გეგმავს გაყიდვების მისთვის სასურველ ტემპს, ფინანსური ნაკადების შემოდინებასა და პროექტის სრულ მომგებიანობას.

გაყიდვების სტრატეგიის გაწერისას კონკრეტული ნიუანსების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რეალური გაყიდვების მოცულობა შესაძლოა, ასცდეს საპროგნოზო გაყიდვებსა და მოლოდინებს და შესაბამისად, ფულადი ნაკადების შემოდინება დაგეგმილზე მკვეთრად ნაკლები აღმოჩნდეს, რის გამოც არსებობს რისკი, რომ ფურცელზე გაწერილი მომგებიანი პროექტი წამგებიანად გადაიქცეს.

პროცესის სწორად წარმართვისთვის საჭიროა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრა და ყოველი მათგანისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.

თითოეული დეველოპერული პროდუქტის შექმნის მთავარი მიზანი მისი გაყიდვაა. გაყიდვების დინამიკა აჩვენებს, რამდენად სწორი და წარმატებული გამოდგა პროექტირებაში, გეგმარებაში, ლოკაციის მოძიებასა თუ ყველა სხვა ნაბიჯში დახარჯული დრო, ენერგია და ფული.

სწორედ ამიტომ აუცილებელია პროცესისთვის უწყვეტ რეჟიმში თვალყურის დევნება და საბოლოო მიზნის მისაღწევად გადადგმული თითოეული ნაბიჯის შეფასება. მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მყისიერი რეაგირება.

გაყიდვების მართვა უწყვეტი პროცესია, რომელში ჩართული თითოეული რგოლის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების გარეშეც შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

„დს - დეველოპერული სერვისების“ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას პოტენციური მყიდველების მზა ბაზის არსებობა და გაყიდვების პროცესის ანალიზის უნიკალური მეთოდი წარმოადგენს. გაყიდვების პროცესის უწყვეტი მონიტორინგი პრობლემების სიღრმისეულად დანახვის და მათი დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა. ხოლო პოტენციური მყიდველების მრავალრიცხოვანი მზა ბაზის მეშვეობით როგორც ადგილობრივ, ასევე ემიგრაციაში მყოფ პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაცია „დს - დეველოპერულ სერვისებს“ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

რას გთვაზობთ:

  • შემოსული ზარების დამუშავება ზონალურად და სეგმენტურად

  • ლიდ რეპორტების მომზადება

  • გაყიდვის მენეჯერების გადამზადება და 24/7-ზე მუშაობის უზრუნველყოფა

  • გაყიდვებისა და კონვერსიების ანალიზი და ანგარიშების წარმოება

  • ადგილობრივ და საზღვარგარეთ მყოფ სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობა

  • სამშენებლო ობიექტზე პოტენციური მყიდველების ვიზიტების უზრუნველყოფა

  • მყიდველთან გარიგების წარმატებით დახურვა

bottom of page