top of page

ყველაზე ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა უძრავი ქონების დეველოპერისთვის

დეველოპერული პროექტის მართვა არის პროცესების უწყვეტი ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლის სინქრონული და თანმიმდევრული მუშაობაც უზრუნველყოფს საბოლოოს წარმატებას. ამ ჯაჭვის ნებისმიერი რგოლის სისუსტემ კი შესაძლოა, მთელი პროექტი წამგებიანად აქციოს. 


პროცესების სინქრონიზაციისა და ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, ასევე კადრების დაკომპლექტებას შესაბამისი სფეროს პროფესიონალებით. 


ზემოაღნიშნულის მისაღწევად საჭიროა: ა) მრავალწლიანი შრომის შედეგად შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება და სისტემატური ზედამხედველობა, ან ბ) პროფესიონალების დახმარება, რისთვისაც შეგიძლიათ, წლების მანძილზე გამოცდილ და უშუალოდ დეველოპერული ბიზნესის მართვაში დახელოვნებულ, წარმატებულ კომპანიას მიმართოთ.

bottom of page