top of page

კომერციული სტრატეგიის შემუშავება

კონკრეტულ პროექტზე მორგებული კომერციული სტრატეგიის შემუშავება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი დეველოპერისთვის. პროექტის შექმნის საწყის ეტაპზე საჭიროა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა და მათი გათვალისწინება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროექტი უკვე დაწყებულია და დეველოპერი არ არის კმაყოფილი მიღებული შედეგებით, საჭიროა კონკურენტებისა და ბაზრის ხელახალი გამოკვლევა და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე კონკურენტული უპირატესობების შეფასება, პირობების მორგება ბაზრის მოთხოვნებზე და ყოველივე ამის გათვალისწინებით ბაზარზე პოზიციონირებისთვის ეფექტური აქტივობების დაგეგმვა.

სრულფასოვანი კომერციული სტრატეგია მოიცავს ბრენდის იდენტობის განსაზღვრასა და კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად ბაზარზე მისი პოზიციონირების დაგეგმვას. კომერციული სტრატეგიის შექმნისას ერთი შეხედვით უმნიშვნელო ასპექტების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, აქტივობების მცდარი თანმიმდევრობა გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების პროცესის შეფერხებასა და დაბალ ტემპში აისახება.

კომერციული სტრატეგია მოიცავს დროში გაწერილი აქტივობების თანმიმდევრობას, რისკების გადაზღვევის მექანიზმებს, ასევე, მომხმარებელთან კომუნიკაციის სტილსა და წყაროებს. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბრენდის ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებას, საკომუნიკაციო ენის განსაზღვრას, სარეკლამო არხებისა და საჭირო მარკეტინგული მასალების შექმნას იმისათვის, რომ გაყიდვების პროცესი შეუფერხებლად და სასურველი ტემპებით წარიმართოს.

„დს - დეველოპერული სერვისები“-ს გუნდის ცოდნა და გამოცდილება მაღალეფექტიანი კომერციული სტრატეგიის შემუშავებისა და გაყიდვების პროცესის შეუფერხებელი წარმართვის საშუალებას იძლევა.

რას გთავაზობთ:​

  • ბრენდის ვიზუალური და ვერბალური სტილის განსაზღვრა

  • მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტილის განსაზღვრა

  • პროდუქტის მთავარი უპირატესობების გამოკვლევა და შესაბამისი სარეკლამო მესიჯების შექმნა

  • პროდუქტის მარკეტინგული შეფასება და შეფუთვა

  • ბრენდისა და შესაბამისი პროექტისთვის  სარეკლამო სივრცეებისა და მედია არხების განსაზღვრა

  • შესაბამისი სოციალური მედიის გვერდების შექმნა, მართვა და ბრენდის რეპუტაციაზე ზრუნვა

  • მაღალხარისხიანი რენდერების შექმნა

  • მარკეტინგული მასალების შექმნა

bottom of page