top of page

წინასაპროექტო კონცეფციის შექმნა

პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე თითოეული დეველოპერი, დამწყები თუ გამოცდილი, დგება კონცეფციის შექმნის საჭიროების წინაშე, რაც ხშირად დამატებით ცოდნას მოითხოვს. არასწორად განსაზღვრულმა კონცეფციამ შესაძლებელია, საუკეთესო ადგილი წამგებიან პროექტად გადააქციოს, არასწორმა გეგმარებამ გაყიდვების პროცესში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ფასის არასწორი განსაზღვრა კი პროექტის წარუმატებლობის მიზეზი გახდეს. კონცეფციის შექმნის პროცესი მოიცავს კონკრეტული ადგილისთვის შესაბამისი, ყველაზე ეფექტური პროექტის შექმნას.

სწორედ ამიტომ, წინასაპროექტო კონცეფცია ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გვევლინება პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლში. პირველადი ბიუჯეტი, ინვესტიციისა და უკუგების განსაზღვრა, რისკების შეფასება, ფართების ოპტიმალური გადანაწილება, იმ ნაბიჯების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც კონცეფციის გაწერის პროცესი მოიცავს.

ეფექტური პროექტის შესაქმნელად საჭიროა, დიდი დროითი და ადამიანური რესურსის დახარჯვა ან შეგიძლიათ, პროექტის კონცეფციის შექმნის საწყის ეტაპზევე ითანამშრომლოთ ამ სფეროში სპეციფიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან, როგორიც არის “დს-დეველოპერული სერვისები”, რაც თქვენი პროექტის წარმატების გარანტიაა.

რას გთავაზობთ:​

  • პროექტის ფუნქციური დანიშნულების განსაზღვრა

  • საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართების ოპტიმალური თანაფარდობის განსაზღვრა

  • საზაფხულო და საცხოვრებელი ფართების ოპტიმალური გადანაწილება

  • დამატებითი ინფრასტრუქტურის განსაზღვრა

  • ფასებისა და გადახდის პირობების განსაზღვრა

  • გაყიდვების შემდგომი (Post Sale) ღონისძიებების განსაზღვრა

bottom of page